logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა

03 სექ 202510:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/03/8iwlbalr5ay2yu9.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 1963 წელს დაბადებული მ.ლ, რომელიც, მათი თქმით, გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

მათი განცხადებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

ასევე, შსს-ს თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა