logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც მოქალაქეს ყოველდღე აიძულებდა თბილისში მოწყალება ეთხოვა

02 ივლ 202111:55
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს დამცირებითა და აბუჩად აგდებით ყოველდღიურად აიძულებდა თბილისში მოწყალება ეთხოვა.

უწყების ცნობით, ბრალდებული მოქალაქის მიერ შეგროვებულ თანხას ისაკუთრებდა. დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა ..-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა. ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს ", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა