![შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც სახლში შეიჭრა და მუქარით ტელეფონები და ფული მოიპარა](/uploads/news/police8.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა.
მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინაროებს, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.