logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისში ნიკორას თანამშრომელი დაჭრა

28 იან 202109:43
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისში ნიკორას თანამშრომელი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც 25 იანვარს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ნიკორას თანამშრომელი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, სუპერმარკეტთან დაჭრა.

დაჭრილი კლინიკაში მკურნალობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა