შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ნაძალადევში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ლომთათიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმა ისროლა და ის დაჭრა. კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.