logo
ENG



შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ნაქირავები ავტომობილების ნაწილებს ასხვისებდა

08 იან 202111:39
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ნაქირავები ავტომობილების ნაწილებს ასხვისებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც ნაქირავები ავტომობილების დეტალებს შლიდა და ასხვისებდა. 

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, ტოიოტა პრიუსის მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-სა და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც მათ ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

პოლიციამ ვ.მ. 4 იანვარს დააკავა, ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე, 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ ბრალდებულებს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი მანქანებიც, მათგან ამოღებულია მხოლოდ 5 ავტომობილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა