logo
ENG



შსს: დანაშაულის რაოდენობა 2019 წელს თითქმის ათი პროცენტით გაიზარდა

05 იან 202017:29
3 წუთის საკითხავი
 
3uh1azocmn3hhb7.jpg

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც მაჩვენებლიდან ირკვევა, 2018 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 2019 წელს, თითქმის ათი პროცენტით გაიზარდა.

ოპოზიცია დანაშაულის მატებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, ხელისუფლების მითითებით, სამართალდამცავები, ხშირად თავად ხდებიან იძულებულები, დანაშაული ჩაიდინონ.

„ეს არის ლოგიკური შედეგი ქართული ოცნების პოლიტიკის სამართალდამცავი სისტემის მიმართ, როცა ხშირ შემთხვევაში თავად ამ სისტემის წარმოამადგენლები არიან იძულებული ხელისუფლების მითითებით დანაშაული ჩაიდინოს. ამის მაგალითი იყო გავრილოვის ღამე, როცა პოლიცია დამიზნებით ესროდა თვალებზე. სამართალდამცავ სისტემას აიძულებენ თვალი დახუჭონ დანაშაულზე, რის გამოც გამოუძიებელი საქმეებია დაგროვილი ქვეყანაში“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი კიბერდანაშაულის შემთხვევებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამან სერიოზული ზეგავლენა იქონია ქვეყანაში უსაფრთხოების განცდაზე.

„ძალიან კარგად გვაქვსოვს არაერთი კიბერდანაშაული, რომელსაც სერიოზული ზეგავლენა ჰქონდა ქვეყანაში უსაფრთხოების განცდაზე. წელიწადზე მეტია გასული, რაც თინისი ბანკზე განხორციელდა კიბერშეტევა. მაშინ მამუკა ხაზარაძემ ფიზიკური მისამართიც კი გაუგზავნა, თუ საიდან განხორციელდა შეტევა, მაგრამ დღემდე ეს დანაშაული გაუხსნელია, მაშინ როცა სხელისუფლება 11 წლის წინანდელ საქმეს აცოცხლეს და ედავება ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 

 

 


close დახურვა