შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის 51 მოქალაქის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. უწყების ცნობით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 8 მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 42-ე მე-10 პრიმა მუხლით და ისინი 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
უწყების ცნობით, 19 მოქალაქის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.
გარდა ამისა, 24 მოქალაქეზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით.
6 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა დაუმორჩილებლობის მარში გამართეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი გააპროტესტეს.
აქციის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაჯარიმდება ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება.