logo
ENG



შსს: ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დავაკავეთ

21 ნოე 202211:11
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოზარდს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა