logo
ENG



შსს: ზუგდიდში საქართველოს ბანკი კიდევ ორმა მძევალმა დატოვა

21 ოქტ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობა კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა. შენობაში ამ დრომდე იმყოფება ტერორისტი, რომელიც შეიარაღებულია და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. 

21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ტერორისტი შეიჭრა. მან მძევლად აიყვანა ბანკში მყოფი 20-მდე ადამიანი და მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტია. 

ტერორისტმა დღის განმავლობაში 3 მძევალი გაათავისუფლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.


close დახურვა