logo
ENG



შსს: თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ

03 დეკ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/vtkxgjaw5bsckmt.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულები არიან წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 'ტტ'-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.

თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა