შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1964 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო 23 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა - დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა, მანამდე მას დაუსწრებლად ბრალი წარედგინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.