logo
ENG



შსს: თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და ცხედარი ხევში გადააგდო

06 ივნ 202311:59
3 წუთის საკითხავი
 
შსს: თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და ცხედარი ხევში გადააგდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში კაცმა ყოფილი მეუღლე მანქანაში მოკლა, ცხედარი კი მეორე დღეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ხევში გადააგო.

კაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა