logo
ENG



შსს: თბილისში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

04 ოქტ 202023:54
3 წუთის საკითხავი
 
შსს: თბილისში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს თავს დაესხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა