logo
ENG



შსს: თელავში ოთხი ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დავაკავეთ

27 მარ 202412:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/27/v15v2pel8je9ai7.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა", - ამბობენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა