logo
ENG



შსს: კასპში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დავაკავეთ

20 სექ 202000:12
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებისთვის 1958 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. შემთხვევა დღეს, 19 სექტემბერს მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა", - აცხადებს შსს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა