logo
ENG



შსს: კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა, ის დაკავებულია

27 დეკ 202017:46
3 წუთის საკითხავი
 
შსს: კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა, ის დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში კაცმა საკუთარი სახლის ეზოში მყოფი მეზობელი სანადირო თოფით მოკლა.

უწყების ცნობით, მკვლელობა მეზობლურ დავას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ბრალდებული მიიმალა, რამენიმე საათში კი საკუთარ სახლში დააკავეს. 

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა