logo
ENG



შსს: კაცმა ცოლზე, მცირეწლოვან შვილსა და ცოლის დედაზე იძალადა, ის დაკავებულია

14 აპრ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/u9laj4bjh8c6wrc.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს, მცირეწლოვან შვილსა და ცოლის დედას სცემა.

უწყების ინფორმაციით, კაცი ცოლს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემაურად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა. მათი თქმით, დაკავებულმა 5 აპრილს ცოლზე იძალადა, ტელეფონი წაართვა და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც სახლში ჩაკეტა და მეორე დილამდე გასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. 

გარდა ამისა, ბრალდებულმა იძალადა მცირეწლოვან შვილსა და ცოლის დედაზე, რომელსაც ასევე მოკვლით დაემუქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობას, მისი ნივთის დაზიანებას და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობას, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და მუქარას გულისხმობს. მას 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა