შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შპს მაგთიკომის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
"გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს მაგთიკომის კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა. აღნიშნული შეტევით პრობლემები შეექმნა სერვისცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.