logo
ENG



შსს: მარნეულში მამა-შვილმა მეზობლად მცხოვრები დედა-შვილი მოკლა

04 ნოე 202011:21
3 წუთის საკითხავი
 
n8zznqvrz228qf4.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მარნეულში, სოფელ ახლოლალოში, მამა-შვილმა მეზობლად მცხოვრები დედა-შვილი მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


close დახურვა