logo
ENG



შსს: მარნეულში მოკლულების ახლობლებმა ბრალდებულის მამას დაზიანება მიაყენეს, დავაკავეთ 2 პირი

21 ივლ 202114:04
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი, რომლებმაც მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას ნიჩბის გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს, ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი კი დააზიანეს.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში მკვლელობა გვიან ღამით მოხდასოფელ ზემო სარალში ყოფილმა ქმარმა 28 წლის ქალი და მისი მამა მოკლა. ასევე, დაჭრა ქალის დედა და ძმა. 

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა.

მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი სიმამრი მოკლა, ძმა და ყოფილი სიდედრი კი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ახალგაზრდა კაცი დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა