logo
ENG



შსს: მტკვარში Bauhaus Bar-დან დაკარგული კაცის ცხედარიც ვიპოვეთ

17 აგვ 202016:45
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, Bauhaus Bar-დან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, კაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

მაშველებმა ამავე ბარიდან გაუჩინარებული გოგოს ცხედარი დღეს, კაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ, ასევე, მდინარე მტკვარში იპოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე Bauhaus Bar-დან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები", - აცხადებენ შსს-ში.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა