logo
ENG



შსს: პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ

31 მარ 202123:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/nf75ja6ydgovnem.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუს პროპაგანდისტს ვლადიმირ პოზნერს საქართველოში ჩამოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

როგორც ფორმულას უწყებაში უთხრეს, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და არა ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

"აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში.
რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი- ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა", - აცხადებენ შსს-ში.

საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

ისინი სკანდირებენ:"პუტინ ხუილო". 

პროტესტის შემდეგ, პოლიციის წარმომადგენლმა განცხადა, რომ ისინი შევლენ ვინოტელში და კანონდამრღვევებს დააჯარიმებენ.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  


close დახურვა