logo
ENG



შსს: სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

20 ოქტ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამ საქმეზე მანამდე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

"მსჯავრდებულის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - ამბობენ უწყებაში.

მათი თქმით, "აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება".


close დახურვა