logo
ENG



შსს: სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დავაკავეთ 3 პირი

16 ნოე 202511:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/16/6qmvh1xtwxe1644.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სამი პირი - 1974 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული ბ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

მათი ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის - ა.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური და "მარიხუანა", - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა