შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ამ დრომდე მძევლად 12 პირი რჩება. შეიარაღებული პირი ბანკის ფილიალში შეიჭრა და 2 მილიონი დოლარის ოდენობის თანხას მოითხოვს.
გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
თავდამსხმელმა მოთხოვნა ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა.
ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული.
თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია.