შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში 29 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე 1988 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.
შსს-ის ცნობით გუშინ სოფელ ავლევში კაცმა ნაცნობი ქალი გაგუდა. პოლიციის თქმით, მათ ბრალდებული თ.კ ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.