საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრუწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგულ 2 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 112-ის მიერ გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ მათ წარმომადგენლების მითითებებს.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.