logo
ENG



შსს: ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

23 სექ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
ib2p777rnhvnc8g.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო", - განმარტებულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის ა დ ა ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა