logo
ENG



შსს: ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

30 დეკ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/30/zb4t0aic9hwsl1d.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორია დაკავებული, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ "ჰეროინი". პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი,​ დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია;

ასევე, უწყების ცნობით, უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი "ჰეროინი"; 1 კილოგრამი "კოკაინი"; 7 000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი"; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.


close დახურვა