logo
ENG



შსს: შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დავაკავეთ, ის 3 ადამიანს დაესხა თავს

13 თებ 202122:36
3 წუთის საკითხავი
 
შსს: შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დავაკავეთ, ის 3 ადამიანს დაესხა თავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 12 თებერვალს ყოფილ თანამშრომელს თავს დაესხა, დაკავებულია.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1988 წელს დაბადებული თ.ვ., ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს - 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შემოსავლების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ერთიერთი განყოფილების ყოფილი მაღალჩინოსანი სცემა და ნაცემი კაცის ფოტო Facebook-ზე თავად განათავსა. 

 


close დახურვა