logo
ENG



შსს 7 წლის გოგოს ვიდეოზე:თავი შეიკავეთ მსგავსი მასალის შექმნა-გავრცელებისგან

18 ოქტ 201913:52
3 წუთის საკითხავი
 
hsjcblhy3ale192.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ 7 წლის გოგოს ვიდეოს ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა მსგავსი ტიპის ვიდეოსა თუ ფოტოს დამზადება-გავრცელებისგან თავი უნდა შეიკავონ. შსს-ს ცნობით, ასეთი ტიპის მასალამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა და შეაფერხოს მოზარდის განვითარება. 

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცლეებულ განცხადებაში.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით კონფერენცია გამართა.

შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.


close დახურვა