logo
ENG



შსს მინისტრი: უბრალოდ ორჯერ წყალს მივასხამთ მაგაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეშიო

03 დეკ 201913:15
3 წუთის საკითხავი
 
mxz1l3uusanw7ai.jpg

„ხშირად ხდება, რომ თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვხმარობთ, არც რეზინის ტყვიებს, არც ვთქვათ გაზს და უბრალოდ ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხამთ მაგასაც გვლანძღავენ“, - ეს განცხადება შს მინისრმა ვახტანგ გომელაურმა, ოცნების ოფისთან გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციის არასათანადო მოქმედებაზე დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა. შს მინისტრი აცხადებს, რომ ამის შემდეგ წყალს გაათბობენ და ისე გამოიყენებენ ხოლმე. მისი თქმით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ცდილობენ რომ ადამიანები არ დაზიანდნენ.

„ძალიან ხშირად ხდება, რომ თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვხმარობთ, არც რეზინის ტყვიებს, არც ვთქვათ გაზს და უბრალოდ ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხამთ მაგასაც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეშიო. ვცდილობთ რომ გავათბოთ წყალი და იქნებ თბილი წყალი გამოვყიენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ არ მოსწონთ. რთულია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და ადამიანები განვარიდოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


close დახურვა