logo
ENG



შტატ კენტუკიში წყალდიდობას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვი

31 ივლ 202200:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/31/z68pjxbha6kvzgd.jpg

ამერიკის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა.

შტატის გუბერნატორის ენდი ბეშირის განცხადებით, მოსალოდნელია რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. მისივე თქმით, ასობით სახლი და ბიზნეს ობიექტი დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სულ მცირე 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის.

გუბერნატორი ამბობს, რომ ეს წყალდიდობა კენტუკიში ყველაზე დიდი სტიქიაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

"ბევრი ადამიანი ითვლება დაკარგულად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ", - თქვა ბეშირმა.

მისივე განცხადებით, დაღუპულთა ცხედრების პოვნას შესაძლოა კვირები დასჭირდეს. ასობით ადამიანი მაშველებმა ნავებითა და ვერტმფრენებით გადაარჩინეს.

წყალდიდობამ სხვა ბევრი პრობლემა შექმნა, როგორც ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ისე მეწყრების ჩამოწოლის კუთხით, ბევრი გზა გახდა გაუვალი.

სტიქიას კენტუკიში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და მას "დიდი კატასტროფა" უწოდა. ბაიდენის განკარგულებით ადგილობრივ მაშველებს ფედერალურ დონეზე დაეხმარებიან.


close დახურვა