logo
ENG



შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

22 სექ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 
შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიის ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, მათ ტესტირება ჩაუტარდათ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მერიის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა. შუახევის მერია ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით განაგრძობს.

დღეს, 22 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. 40 პაციენტი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა -22.


close დახურვა