შუახევის სოფელ ბარათაულში მომხდარი ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვებელში გაჩნდა, შემდეგ კი სხვა სახლებზეც გავრცელდა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდიებულია.