logo
ENG



შუქრუთელებმა, რომელთა პროტესტმაც თბილისში გადაინაცვლა, ღამე მანქანებში გაათენეს

31 მაი 202110:09
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

შუქრუთელებმა, რომლებმაც საპროტესტო აქცია თბილისში გადმოიტანეს, ღამე მანქანებში გაათენეს. 

მათ აშშ-ის საელჩოსთან კარვის გაშლის უფლება არ მიეცათ. 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი უკვე 21 დღეა, პირამოკერილი შიმშილობს. 

მათი თქმით, შუქრუთში პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და დედაქალაქში გადმონაცვლება ამიტომ გადაწყვიტეს. 

მათ სურთ, აშშ-ის ელჩმა ხელისუფლებასთან შუამავლის როლი შეასრულოს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. 

"ქალბატონი კელი დეგნანისგან ვითხოვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას. იქნებ ჩვენი პრობლემის მოგვარებისთვის რეალური ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას". - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე. 

შუქრუთელები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ამასთან, გართულდა მუშაობა. კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს. 

ადგილობრივების თქმით, მათი სახლების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებს. 

ისინი მიმდინარე პროცესებს 3 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. 


close დახურვა