logo
ENG



ჩააგდე სია - ​​ანა დოლიძემ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი ​გამართა

03 დეკ 201912:43
3 წუთის საკითხავი
 
gev6ntod9mnnv71.jpg

„ჩააგდე სია“ - ამ შინაარსის პლაკატებით ანა დოლიძემ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ სასამართლოს კლანი მართავს და დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩაგდებას სთხოვს. ანა დოლიძეს პარლამენტში შესვლაც სურდა, რისთვისაც გედევან ფოფხაძემ საშვიც დაუშვა დაუშვა კიდეც მასზე საშვი, თუმცა დაცვამ ის მაინც არ შეუშვა.

„საქართველოს პარლამენტი ფაქტია, რომ იმყოფება თვითბლოკირების რეჟიმში. როგორც ჩანს პიკეტირება და ბლოკირება მათ გაიგეს ისე, რომ ამ შენობის ბლოკირება უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისგან. ამ დაწესებულების ასეთი თვითიზოლაცია საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს. ეს არის სიმპტომი იმის რომ ადამიანებს, რომელიც ამ შენობაში არიან აქვთ საოცარი პანიკური შიში ჩვეულებრივი მოქალაქეებისა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გედევან ფოფხაძის განცხადებით პარლამენტის წევრის შეზღუდვა საშვებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია და ამის უფლება აპარატს არ აქვს.

„ძალიან ცუდი მასპინძლის როლში გამოვედი იმიტომ, რომ ერთადერთი რაც მინდოდა ადამიანებს, რომელთაც აქვთ პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, შემეშვა, როგორც პარლამენტის წევრს იმ დაწესებულებაში, სადაც ვმუშაობ და მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრის შეზღუდვა საშვებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია და ამის უფლება არ აქვს აპარატს, რომ არ შეუშვან. ეს არის თვითბლოკირება,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


close დახურვა