logo
ENG



ჩავი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა

30 ივლ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 
do6w60dorsr4o4v.jpg

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავიმ, რომელიც  ყატარის „ალ-სადში“ მწვრთნელის პოსტს იკავებს, განაცხადა, რომ კორონავირუსისგან განიკურნა.

ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე  ესპანელმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დაუბრუნდა ოჯახსა და საკლუბო საქმეებს.

ყატარის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ, „ალ-სადი“ გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა. ქვეყნის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, 24 ივლისს განახლდა.


close დახურვა