logo
ENG



ჩავის თავდადება შედეგს გამოიღებს - გუარდიოლა

10 ნოე 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/10/0tdq1jptv7xiz1q.jpg

მე არავის მემკვიდრე ვყოფილვარ და არც ჩავი იქნება ვინმეს მემკვიდრე, - ეს განცხადება ბარსელონას ყოფილმა და ამჟამად მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლმა გააკეთა.

 „მე არავის მემკვიდრე ვყოფილვარ და არც ჩავი იქნება ვინმეს მემკვიდრე. ბარსელონამ და მისმა პრეზიდენტმა მას ნდობა გამოუცხადეს იმიტომ, რომ მას აქვს ცოტა სუსტი და ძალიან ბევრი ძლიერი მხარე,“ - ციტირებს გუარდიოლას სიტყვებს გაზეთი სპორტინფო.

გუარდიოლას აზრით, ჩავი იცნობს კლუბს და დარწმუნებულია, რომ იგი აუცილებლად მოიტანს ახალ, დადებით ენერგიას.

პეპის შეფასებით, ჩავის თავდადება საქმისადმი აუცილებლად მოიტანს შედეგს.

გუარდიოლა და ჩავი წლების განმავლობაში გუნდელები იყვნენ კატალონიურ გრანდში. პეპის ფორმაციის ბარსელონაში, ჩავიმ, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მრავალი ტიტული, მათ შორის, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

ჩავიმ პროფესიული საფეხბურთო კარიერა ყატარულ კლუბში, ალ-საიდში დაასრულა, მოგვიანებით კი ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა. მის ხელში ალ-საიდმა არაერთი ტიტული მოიგო, რასაც აკვირდებოდნენ როგორც ბარსელონას გულშემატკივრები, ასევე,  ბლაუგრანას ხელმძღვანელები.

ყატარულ კლუბს ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სწორედ ბარსას სტილში ათამაშებდა.

გასულ კვირას ჩავი ერნანდესმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, სადაც მან რონალდ კუმანი ჩაანაცვლა.


close დახურვა