logo
ENG



ჩავუშოღლუ: თურქეთი აღარ დაუშვებს სირიაში ადგილობრივი მოსახლეობის სისხლისღვრას

15 თებ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 
dowxoaygh4s0y7l.jpg

თურქეთი აღარ დაუშვებს სირიაში ადგილობრივი მოსახლეობის სისხლისღვრას, - ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

მევლუთ ჩავუშოღლუ დღეს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა და ლიდერთა საუბრის მთავარი თემა სწორედ სირია იყო.

თურქეთმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს აიძულოს ასადის რეჟიმი იდლიბში სამხედრო მოქმედებები და თურქ სამხედროებზე თავდასხმები შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ოფიციალური ანკარა იდლიბში სამხედრო ოპერაციის დაწყებითაც დაიმუქრა.

ჩავუშოღლუსა და ლავროვის შეხვედრას წინ უძღოდა მორიგი ინციდენტი, რომელიც სირიაში მოხდა. დაბომბვის დროს თურქეთის მიერ მხარდამჭერილმა მებრძოლებმა სირიის სამთავრობო ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა. 


close დახურვა