logo
ENG



ჩალაგაშვილი: დავიძრებით რესპუბლიკის მოედნიდან და მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას

25 ნოე 201918:09
3 წუთის საკითხავი
 
bpnotswf4v0l81m.jpg

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

ჩალაგაშვილის თქმით, პიკეტირება გაგრძელდება იქამდე, სანამ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ შესრულდება.

„იქნება საკმაოდ მასშტაბური მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან და მოხდება პარლამენტის პიკეტირება, რათა ივანიშვილის მონა პარლამენტის წევრებს არ მიეცეთ საშუალება, რომ ხვალ რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღონ და კიდევ ერთი ზიანი მიაყენონ ქვეყანას. მანამ, სანამ იმ ოთხ მოთხოვნას არ შეასრულებენ, რაც ოპოზიციურ სპექტრს გვაქვს - თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დროებითი მთავრობა, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მანამდე გაგრძელდება პიკეტირება და ჩვენ ამ შედეგს მივიღებთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს უკან დახევა“, - აცხადებს ჩალაგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დაპირებას შესრულებას მოითხოვენ - ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით.


close დახურვა