logo
ENG



ჩალაგაშვილი ოქრუაშვილზე: ოცნება ოპონენტებზე პოლიტიკურ დევნას აგრძელებს

18 ივლ 202015:23
3 წუთის საკითხავი
 

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე, სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაბარებას ეხმაურება.

როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“, კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას აგრძელებს და ის ამით მოსახლეობაში შიშის დათესვას ცდილობს.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილი ვერ მოეგო გონს. ის აგრძელებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას, მას არ აინტერესებს დასავლელი პარტნიორები, პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად შიში დათესოს მოსახლეობაში, რომ ოქტომბერში მიიღოს შედეგი. მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს, რადგან ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“,-აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. პროცესი 22 ივლისს არის ჩანიშნული.

ასევე შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს".

როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.

პარტიები აგრეთვე გიორგი რურუაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გათავისუფლება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით პრინციპული საკითხია.

 

 


close დახურვა