logo
ENG



ჩალაგაშვილი ოქრუაშვილის პროცესზე:ეს არის ჩვეულებრივი თეატრი, მასკარადი

12 ნოე 201910:07
3 წუთის საკითხავი
clock 433
pvq0uo32s3nsrqy.png

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იწყება. გასულ სხდომებზე მან ადვოკატი აიცილა, სახაზინო ადვოკატმა კი თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლოსთან უკვე შეიკრიბნენ ოქრუაშვილის თანაგუნდელები. პოლიტიკური პარტიის, „გამარჯვებული საქართველოსთვის“ წევრის თქმით, ოქრუაშვილი სავარაუდოდ სასამართლო პროცესს არ დაეწრება.

„რა თქმა უნდა არანაირი მოლოდინი არ არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება შეცვლის თავის პოზიციას და აღიარებს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ამას ადასტურებს ევროპარლამენტი, რომლებმაც თქვეს, რომ მისი წევრები დეკემბრის პირველ ნახევარში ჩამოდიან. აუცილებლად შეხვდება ირაკლის, თუ ის მანამდე დარჩება პატიმრობაში და აუცილებლად ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტპატიმარი და არამხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი ყველა ის ადამიანი, რომლებიც არიან გავრილოვის ღამის გამო დაკავებულები. რა თქმა უნდა დღევანდელ პროცესს არ ჰქვია სასამართლო პროცესი, ეს არის ჩვეულებრივი თეატრი, მასკარადი და რა თქმა უნდა ირაკლის აქ დასწრებას აზრი არ აქვს და ირაკლის აქ დასწრებას აზრი არ აქვს“,-განაცხდა გურამ ჩალაგშვილმა.


close დახურვა