logo
ENG



ჩალაძე - დროული რეაგირება რომ მომხდარიყო, კორონავირუსის ტესტი 10-15 დოლარი ეღირებოდა

10 მარ 202022:30
3 წუთის საკითხავი
 

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ტესტთან დაკავშირებით კერძო ლაბორატორიებში მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობა მაღალია.

როგორც ჩალაძემ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ აღნიშნა, მათ ლაბორატორიას ათასობით ადამიანი უკავშირდება, რომლებსაც სურთ, ვირუსზე ტესტი თვითნებურად გაიკეთონ და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

რაც შეეხება ტესტის ღირებულებას, ჩალაძემ ამბობს, რომ ფასი დაახლოებით 400 ლარია, თუმცა მისივე განცხადებით, დროული რეაგირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ტესტის ღირებულება 100 ლარის ფარგლებში ყოფილიყო.

„დღეს რამდენიმე ათასი ზარია დაფიქსირებული. ჩვენი მობილური ჯგუფი გაუჩერებლად ახლაც კი ქალაქში მოძრაობს და ძირითადად ემსახურება სიმშვიდის შენარჩუნებას, ინფორმაციის მოძიებას და ისეთი ადამიანებისთვის მომსახურების გაწევას, რომელსაც თვითნებურად უნდა გაიკეთოს ეს ტესტი, არ სურს ვინმესგან აიღოს ნებართვა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და შეუძლია ამ ტესტის ღირებულების გადახდა. კომპანიამ მისი მეპატრონეების გადაწყვეტილებით, ეს ტესტი თავის ფასში შესთავაზა პირველად რეაგირების ჯგუფებს, ესენი არიან სამედიცინო პერსონალი და მათი ოჯახები, პოლიციელები და მათი ოჯახები, მებაჟეები და მათი ოჯახები. ტესტის ღირებულება დაახლოებით 400 ლარია გარდა იმ ზედნადებისა, რომელიც აქვს. სამწუხარო ფაქტია, რომ ტესტი არ ღირს 100 ლარის ფარგლებში. ის უნდა იყოს არა უმეტეს 10-15 დოლარისა, რომ მომხდარიყო თავის დროზე სწორი მარაგების შევსება და იმ მოთხოვნაზე რეაგირება, რაც ჩვენს შორის და სხვადასხვა უწყებებს შორის იყო. დროული რეაგირება იყო საჭირო“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოსულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. 


close დახურვა