logo
ENG



ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი - მიმართვა იუნესკოს

03 აგვ 202413:40
3 წუთის საკითხავი
 

ხელოვანები და აქტივისტები იუნესკოს მოუწოდებენ, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და რუსული კანონის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამ სტატუსს არ იმსახურებს. ამასთან, ის გელათის განადგურებაზე დუმს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.

"დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია", - წერია განცხადებაში.

წერილს, რომელიც თათია მექვაბიშვილმა, ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ და ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა პარიზის იუნესკოს სათავო ოფისში შეიტანეს, 500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს დართული.

ცირა ელისაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ელისო ბოლქვაძის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც ხელისუფლება სადამსჯელო პოლიტიკას ახორციელებს.

 

 


close დახურვა