logo
ENG



ჩარკვიანი ბურჯანაძეზე:მაგიდასთან გვიზის კაბაში ჩაცმული რუსეთის ვასალი

05 დეკ 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
i41dzskdh097che.jpg

პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატიდან გამოსვლის მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს. ჩარკვიანისთვის "დემოკრატიული პარტიის" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა მიუღებელია. ჩარკვიანს ეჭვი აქვს, რომ ბურჯანაძე რუსეთში დაფინანსების მიღების მიზნით წავიდა. ჩარკვიანისთვის არადამაჯერებელია ბურჯანაძის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთში გატაცებული ექიმის საქმეზე იმყოფება.

„ეს არის ტიპიური პოლიტიკური იმიტაცია. ჩადიან ასე პერიოდულად, აი ნახე მე რამხელა გაერთიანებაში დავჯექი. ეს ხდება პუტინის ადმინისტრაციაში. იქიდან მოაქვთ რუსული ფული, ჩარეცხავს იმ ფულს არჩევნებისთვის, ისევ თავისი პარტიისთვის, ანუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. და საქართველოს რა?! გაგრძელდა ისევ იმ წრეზე სიარული. მოვისმინე კიდევ უფრო ამაზრზენი განცხადება, რომელშიც გამოყენებულია შესანიშნავი პიროვნების, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ჩავედიო. ტატუნაშვილისთვის რატომ არ ჩავიდა?! ცხედარს რომ არ გვაძლევდნენ. მაგიდასთან გვიზის კაბაში ჩაცმული რუსეთის ვასალი“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

 

 


close დახურვა