![ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა](/uploads/news/შსს_პოლიცია_არ_გადაკვეთო_ლენტი.jpg)
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩაქვის გვირაბთან მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ერთი 17 წლის მოზარდი, 1 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარის შესახებ ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას დაზუსტებისთანავე გაგაცნობთ.