მოლაპარაკებები ჩაიშალა,- "ბორჯომის" თანამშრომლებმა მედიაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს. გაფიცულები ამბობენ, რომ ორ მთავარ საკითხზე, - გათავისუფლებულების აღდგენასა და ძველი ხელშეკრულების განახლებაზე ადმინისტრაცია პოზიციას არ იცვლის, რაც დიალოგს აზრს უკარგავს. კომპანიას დღის ბოლოს განმარტებები არ გაუკეთებია. გაფიცვის მერვე დღეს ბორჯომის ქარხნები ისევ პიკეტირებულია, ადგილზე რამდენჯერმე გამწვავდა დაპირისპირება გაფიცულებსა და პოლიციას შორის.
ჩაშლილი მედიაცია
07 ივნ 202221:06
3 წუთის საკითხავი