logo
ENG



ჩაწყობა, ნეპოტიზმი, სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევა საგამოძიებო უწყებაში

22 ოქტ 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
lat267v7e9og4bo.jpg

მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საჯაროდ წერს, როგორ ხდება დასაქმება, დაწინაურება უწყებაში და როგორ ძალადობენ პროკურორები ქალ თანამშრომლებზე. ყოფილი თანამშრომელი ჩაწყობის, ნეპოტიზმის, სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე წერს. 

მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ რაიონულ პროკურატურაში და თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

როგორც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სოციალური ქსელის საჯარო პოსტში წერს: „იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი; იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება ვის დაუკავშირო, ვის ემეგობრო და რა დოზით ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმო. სისტემა არ უნდა შეარცხვინო; იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ“.

მსგავს პრობლემებზე საუბრობს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თამაზ ახობაძეც. 

„შოკისმომგვრელი იყო ეს სტატუსი საზოაგდოებისთვის, მაგრამ რეალურად ეს არის ის, რაც ხდება საჯარო სამსახურში საქართველოში. ეს ხდება ყველგან, არ არის მხოლოდ პროკურატურის პრობლემა,“ - ამბობს ახობაძე.

საგამოძიებო უწყების უკვე ყოფილმა თანამშრომელმა საჯარო პოსტი დღეს, 22 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნა. განცხადების ავტორი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება.  


close დახურვა